ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე არსებულ მოსაცდელებზე ახალი დიზაინის კონსტრუქციები დამონტაჟდა. ახალი დიზაინის კონსტრუქციები კოსტავას გაგრძელებაზე არსებულ ოთხ მოსაცდელზე დაიდგა.
“კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ძველი კონსრუქციების დემონტაჟი და ახალი დიზაინით ჩანაცვლება მოხდა და ოთხ ლოკაციაზე განთავსდა აღნიშნული კონსტრუქცია.მოეწყო დამატებით კონსტრუქცია, კერძოდ, კოსტავას გაგრძელებაზე იყო ოთხი მოსაცდელი და ერთი კონსტრუქცია, ახლა არის ოთხ გაჩერებაზე ,ოთხი კოსნტრუქცია”-განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ Tv4-თან.
ცნობისთვის, კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ფაზაშია.