კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. ამ მომენტში გამზირზე, პროექტით გათვალისწინებული შუა გამყოფი ზოლის გამწვანება-კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეკრეაციული სივრცის სახეს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პირველ ეტაპზე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს. მოხდა დაზიანებული აივნების აღდგენა, დაემატა დეკორატიული და ფუნქციური ელემენტები, დამონტაჟდა დეკორატიული განათება.
2019 წლის ბოლოს, კი კოსტავას გამზირზე, უკვე მეორე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ტერიტორიაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები.
ჯამში კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის სულ 3 მლნ 700 000 ლარი დაიხარჯება.