კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ფაზაშია

რუსთავში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ფაზაშია – ტერიტორიაზე ამ დროისთვის, გზის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე დღეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და სამუშაოების შესრულების ხარისხს პირადად გაეცნენ.

“ეს კოსტავას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპია, დამამთავრებელ ფაზაშია. მიმდინარეობს ასფალტ-საფარის ბოლო ფენის დაგება. უკვე ფაქტობრივად სკვერი დამთავრებულია, მწვანე ნარგავებია მხოლოდ განსათავსებელი შესაბამის პროექტით გათვალისწინებულ ადგილებში და რაც მთავარია ამის შემდეგ მოხდება საგზაო დახაზვების სამუშაოების შესრულება,” – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველიქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საცხოვრებელი კორპუსების ფასადებს. მოხდა დაზიანებული აივნების აღდგენა, დაემატა დეკორატიული და ფუნქციური ელემენტები, დამონტაჟდა დეკორატიული განათება.

2019 წლის ბოლოს, კი კოსტავას გამზირზე, უკვე მეორე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ტერიტორიაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები – სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია, მიმდინარეობს შუაგამყოფი ზოლის, რეკრეაციული სივრცის, გამწვანება-კეთილმოწყობა.