“ლელო საქართველოსთვის” ლიდერები რუსთაველებს ხვდებიან

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერები  რუსთავში , ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში  ადგილობრივ  მოსახლეობას ხვდებიან. 

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ, რუსთავში რაიონული ოფისი გახსნა. 

“ეს ინდუსტრიული კომპლექსი,რომელსაც  მთელი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა, მოგეხსენებათ,ამდენი სხვადასხვა დარგის ერთ ადგილას გაერთიანებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, ვერა და ვერ დაიწყო რუსთავმა  ახალი ცხოვრებით ცხოვრება, ახალი ინვესტიციებით, საწარმოებით. 

ჩვენ მოვდივართ იმ გამოცდილებით,ჩემი გუნდის თითოეული წევრი, რომელიც გაკეთებული გვაქვს,ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნით, გაკეთებული გვაქვს უამრავი დიდი ინვესტიციის შემოტანით კერძო სექტორში.გვინდა, რომ რუსთავს სპეციალური კანონმდებლობა მივუძღვნათ,რომ ეს დავიწყებული პროფესიები და გაჩერებული ქარხნები  თავიდან ავამუშაოთ”-განაცხადა “ლელო საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ 

რუსთავში  “ლელოს” წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.