აბაშაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას გულმკერდის არეში ხუთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტს წინ შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა დანა გამოიყენა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის კატასტროფის ცენტრში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.