მანქანა ზებრა გადასასვლელზე დედა-შვილს დაეჯახა

ქალი ბავშვთან ერთად ზებრაზე გადადიოდა, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახა – შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალმა და ხუთი წლის ბავშვმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს მსუბუქი ექსკორაციები აქვს და კლინიკას მალე დატოვებს, ქალს კი კვლევები უტარდება და მდგომარეობა ამის შემდეგ შეფასდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.