მარნეულის მერისათვის კიდევ ერთი თანაშემწის დამატებასთან დაკავშირებით, მარნეულის მერიის ინიციატივას, მხარი მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 12 ივნისს, გამართულ სხდომაზე დაუჭირა.
სხდომის მსვლელობისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ მარნეულის მერის მეოთხე თანაშემწე იურიდიული პირების მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება.
„სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხებოდა მერიის შ.პ.ს, ა.ა.ი.პ-ების უფრო მეტ კონტროლს დამფუძვნებლის მხრიდან და რეკომენდაცია ითვალისწინებდა მერიის მხრიდან რომელიმე კონკრეტული პირის მიერ კონტროლს რომელიც ფაქტიურად პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნებოდა და შ.პ.ს, ა.ა.ი.პ-ებსა და ჩვენს შორის უფრო ეფექტური იქნებოდა ჩვენი კომუნიკაცია“ – განაცხადა ლაშა ლობჯანიძემ
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს მარნეულის მერის თანაშემწის პოზიციას.
წყარო:რადიო მარნეული