მარნეულის “ჯეოჰოსპიტალსის” პაციენტების ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია

მარნეულის “ჯეოჰოსპიტალსის” ორი პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ადგილობრივმა სპეციალისტებმა საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს, პასუხები დღეს გახდა ცნობილი და კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით არავინ შეუყვანიათ. 


მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 37 დღის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავისრუსის შემთხვევა, 8 ივნისს, სოფელ კირაჩ-მუღანლოში ორ ადამიანს დაუდასტურდა. გამოკვლეულია მათი კონტაქტები, მოსახლეობის ნაწილი საკარანტინო ზონაში მოათავსეს, ნაწილი კი სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.