მარნეულში კორონავირუსზე 136 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის ცნობით, ამ დროისთვის სტაციონარში მკურნალობას 5 ადამიანი განაგრძობს,რომლებიც სოფელ მარეთში დადასტურებული შემთხვევები არიან.

როგორც ცენტრში აცხადებენ, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად 136 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გადაიგზავნა, რომელთა პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

მარნეულში კოვიდ19-ის სულ 33 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 კი – გარდაიცვალა.