მარნეულში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი კოვიდინფიცირებული პირები სოფელ კირაჩ-მუღანლოდან არიან.  tv4-ის ინფორმაციით, ისინი “წითელ ხიდზე” დასაქმებულები იყვნენ. 

 ამ ეტაპზე დაინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. როგორც tv4-ს მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა, ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი ორი ოჯახი იკვეთება,რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მიმდინარეობს მათი საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა. 

ამასთან, მარნეულის მერის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პირები, საშუალო ასაკის  არიან.

რაც შეეხება სოფელ მარეთში დადასტურებულ შემთხვევებს, როგორც ზაურ დარგალმა tv4-თან განცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა კონტაქტი მოძიებულია.