მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tv4-ის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

Update:შემთხვევა მარნეულის პედიატრიულ კლინიკაში დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა, რომელიც საავადმყოფოში ბავშვთან ერთად იმყოფება.  ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის ახლო კონტაქტების შესწავლასა და წყაროს დადგენას ცდილობენ.დედა-შვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავენეთიდან არიან.

რაც შეეხება არასრულწლოვანს, ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, პირველადი ტესტით მასთან ინფექცია არ დადასტურდა, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები აქვს და განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ . Tv4-ის ზარებს არ პასუხობს  მარნეულის ჯანდაცვის  ცენტრის ხელმძღვანელი.