მარნეულის სოფელ ქეშალოში მამაკაცი მტკვარში დაიხრჩო

მარნეულის მუნიციპალიტეტის,სოფელ ქეშალოში 20 წლის მამაკაცი მდინარე მტკვარში დაიხრჩო. 
 
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში საბანაოდ შევიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.