მეგობრობის გამზირზე გზაჯვარედინებთან არსებული შუქნიშნები გამორთულია. ადგილზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
“რუსთავსერვისცენტრის” ხელმძღვანელის გიორგი გოროზიას ცნობით,შუქნიშნების გამორთვის მიზეზი, კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაა.
კომპანიამ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადება გუშინ გაავრცელა. კომპანიის ცნობით ,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვთ აბონენტებს რუსთავში შარტავას, მესხიშვილის, თოდრიას, ბალანჩივაძის, ლერმონტოვის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. შესაბამისად, შუქნიშნები , მას შემდეგ ჩაირთვება, რაც აღნიშნულ ქუჩებზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.