მეგობრობის N41-ში ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა(+ვიდეო)

მეგობრობის N41-ში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი  იყო მობილიზებული. Tv4-ის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.შენობაში იყო დაკვამლიანებაც. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოახდინეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.