მერიის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ ორი ახალი კაფე შენდება (+ვიდეო)

რუსთავის ცენტრალური მოდენის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორია შემოღობილია და შესაბამისი ბანერიც არის გაკრული,რომლის მიხედვითაც კოსტავას ქუჩაზე ორი ახალი კაფე აშენდება.

სამუშაოებს შპს „ელ ენდ ეი ჯგუფი“ ახორციელებს.

რუსთავის მერიის შენობის წინ, რეკრეაციულ ზონაში კომერციული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით TV4-მა ადგილობრივების აზრი მოისმინა.

რუსთაველების ნაწილი ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის მშენებლობას არ მიესალმება.როგორც რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურში Tv4-ს განუცხადეს, კაფე ტერიტორიის 30%-ზე შენდება და ყველა მწვანე ნარგავი შენარჩუნებული იქნება.