მე-12 კლასელებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

მე-12 კლასელებისთვის ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს . რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, მე-12 კლასელებისთვის ექსტერნზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და  5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოცდაზე გასვლის უფლება  იმ პირებს აქვთ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად უნდა გაიარონ, ან  ადგილობრივ რესურსცენტრს უნდა მიმართონ.

რეგისტრაციის გასავლელად საჭირო დოკუმენტაციებია: განცხადება, პირადობის ასლი, ცნობა თუ რამდენი კლასი აქვს მოსწავლეს დაძლეული და ასევე, ექსტერნად ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი.

როგორც რესურსცენტრში აცხადებენ, მოსწავლეებს 3 საგნის: სპორტის, არჩევითი საგნისა და უცხო ენის ჩაბარება სკოლაში მოუწევთ, ხოლო დანარჩენი ხუთი საგნის: ქართულს, მათემატიკის, ისტორიის, ინგლისურისა და სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების ჩაბარება ცენტრალიზებულად მოუწვეთ.

მე-12 კლასელებისთვის ექსტერნის გამოცდები 15 ივნისიდან დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება.