მე-12 მიკრორაიონში 2 სახანძრო -სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. როგორც TV4-ს ადგილზე განუცხადეს, შემთხვევის დროს სახლში ასაკოვანი ქალი იმყოფებოდა. ცეცხლი სანთლის ნამწვისგან გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.