მე-12 მიკრორაიონში სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული

მე-12 მიკრორაიონში 2 სახანძრო -სამაშველო ბრიგადა  და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. როგორც TV4-ს ადგილზე განუცხადეს, შემთხვევის დროს სახლში ასაკოვანი ქალი იმყოფებოდა. ცეცხლი სანთლის ნამწვისგან გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.