ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ადგილობრივებმა მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილი  ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს და პოლიციას აცნობეს. ახალშობილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ექიმების ცნობით,  ჩვილს დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით დაიწყო.