worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა.
ამავე სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის შედეგად, 406 127 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანრმთელებულთა რაოდენობა კი 3 460 171-მდე გაიზარდა.
დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. შტატების შემდეგ ყველაზე მეტი, 691 962 შემთხვევა ბრაზილიაშია დადასტურებული, მესამე ქვეყანა რუსეთია – 467 673 დაინფიცირებულით, შემდეგ ესპანეთი, მეხუთე ადგილზე კი დიდი ბრიტანეთია.