მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 4.2 მილიონზე მეტია, – ამის შესახებ მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

კორონავირუსის შედეგად, მსოფლიოში 439 051 ადამიანი გარდაიცვალა.

დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც კოვიდ 19-ის 2 182 950 შემთხვევაა დადასტურებული. მეორე ადგილზეა ბრაზილია (891 556 დაინფიცირებულითა), მესამეზე კი რუსეთი (537 210 დაინფიცირებული).