მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

 მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის ბათუმში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები ფაქტს სწავლობენ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.