ოკუპირებულ ცხინვალში, კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ერთი კი – მედპერსონალის წარმომადგენელი.
დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში სულ კორონავირუსის 83 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 45 ადამიანი გამოჯანრმთელდა.