ოკუპირებულ ცხინვალში “კოვიდ19”-ით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში “კოვიდ19” კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, ორივე დაინფიცირებული რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია და ისინი ცხინვალში ვოლგოგრადიდან დაბრუნდნენ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ე.წ. „რესპუბლიკაში“ სულ კორონავირუსის 68 შემთხვევა დადასტურდა, 34 კი გამოჯანრმთელდა.