პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება

პარლამენტში საკონტიტუციო ცვლილებების მესამე და საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი: „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

ცვლილებებს მხარს უჭერენ „პატრიოტთა ალიანსი“, „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომელთა ხმებიც ცვლილებების მისაღებად საკმარისი იქნება.

საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას 116 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.