პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით დაჯარიმდებიან

 პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმების შესახებ დღეს ბიუროში იმსჯელებენ.
 
დახურულ საჯარო სივრცეებში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის ფიზიკური პირი 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
 
კანონპროექტის მიხედვით, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე მეტროპოლიტენითა და ტაქსით გადაადგილებისას.
 
პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით.
 
ამასთან, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით.
 
კანონპროექტის ინიციატორები,ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე,აღნიშნული ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.