დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღში ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ქალმა 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა.
ჩვილის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.