საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რუსთავის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“რუსთავი მიტოვებული ინდუსტრიული ქალაქი იყო, ძველი საბჭოთა საწარმოების დახურვის შემდეგ ქალაქში ათობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.
ჩვენ შევცვალეთ საგადასახადო სისტემა,შევამსუბუქეთ მანქანების ყიდვა-გაყიდვის პროცედურა და გადავაქციეთ რუსთავი მანქანების საერთაშორისო ვაჭრობისა და მომსახურების ცენტრად. წლის განმავლობაში შევქმენით 50 ათასი ახალი სამუშაო, შუა აზიიდან, შუა აღმოსავლეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან რუსთავში დაიწყეს სიარული მანქანის საყიდლად და საჭირო საბუთების გასაკეთებლად ,მათ სულ რამდენიმე წუთი სჭირდებოდათ, გადასახადები კი ძალიან დაბალი იყო. აი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოარგოთ საგადასახადო სისტემა ხალხს მათ დასახმარებლად.”-წერს მიხეილ სააკაშვილი