რა შეზღუდვები იხსნება 8 ივნისიდან

ხვალიდან, 8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. კერძოდ:

  • აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მოძრაობა. ამასთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა როგორც მგზავრებისთვის, ასევე, მძღოლისთვის, დასაშვებია მხოლოდ პირბადით;
  • ხვალიდან დასაშვები ხდება რესტორნების, ბარებისა და კაფეების დახურული სივრცის გახსნა;
  • სასტუმროების მუშაობა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს;
  • ხვალიდან, ასევე, ამუშავდება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.

აკრძალული რჩება სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები.