ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო ორ დღეში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლნისში დღეს ,გვიან ღამით ელოდებიან 20 საკვლევი მასალის ტესტის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდან. გამოსაკვლევი პირებიდან 12 პაციენტი სოფელ მუშევანინ”დანაა, ხოლო 8 ბოლნისის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტები არიან.
ბოლნისში ბოლო მონაცემებით ,კორონავირუსისგან 89 ადამიანი გამოჯანმრთელდა, “კოვიდ -19″ კი ჯამში 185 პირს დაუდასტურდა.
რაც შეეხება მარნეულს, “ჯეოჰოსპიტალსიდან” ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი საკვლევი მასალიდან, კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის, სიმპტომებით არცერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.
ცნობისთვის, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 31 დღის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მარნეულის მუნიციპალიტეტი 56 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.
ამასთან, რუსთავის კოვიდის მიმღები ცენტრიდან გუშინ ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში 13 პაციენტის ბოლოგიური საკვლევი ნიმუში გადააგზავნეს. პასუხები “კოვიდ19”-ზე დღეს გახდა ცნობილი და ყველა მათგანი უარყოფითია.
როგორც ცენტრში აცხადებენ ,სამედიცინო დაწესებულება ცამეტივე პაციენტმა დატოვა.
ამ დროისთვის კლინიკაში 1 პირია მოთავსებული. პაციენტი რუსთავის მკვიდრია. ექიმის ცნობით, მას ცხელების სიმპტომი და საერთო სისუსტე აღენიშნება.
რუსთავის კოვიდის ცენტრში მოთავსებულ პაციენტს ტესტს “კოვიდ19”-ზე დღეს ჩაუტარებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან. პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.