ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ექვსი ივლისიდან ქვეყანაში საგამოფენო საქმიანობა, ტრენინგები და კონფერენციები დაშვებული იქნება,თუმცა ფიტნეს ცენტრების და აუზების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
როგორც მინისტრმა აღნიშნა,აღნიშნული მომატებული რისკის საქმიანობაა,თუმცა მთავრობა ამ საკითხს შემდეგ ეტაპზე განიხილავს.
” გვრჩება კიდევ საქმიანობის გარკვეული მცირე რაოდენობა შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემა, ეს არის ფიტნეს ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, თუმცა შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხილავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნასაც ყველა პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამაზე არ ვსაუბრობთ, საუბარია ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე“,-განაცხადა თურნავამ.