რომელი სამინისტროების ბიუჯეტი შემცირდება და რამდენი ლარით 600 მილიონის გამოსთავისუფლებლად

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოდგინა გეგმა და იმ სამინისტროების სია, რომელთაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილში თანცხები შეუმცირდებათ.

 ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიუჯეტიდან დაახლოებით, 600 მილიონამდე ლარი გამოთავისუფლდება.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო — 251 მილიონი ლარი;
  • განათლების სამინსტრო — 127 მილიონი ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო — 75 მილიონი ლარი;
  • თბილისის ტრანსფერი — 35 მილიონი ლარი;
  • ეკონიმიკის სამინისტრო — 26 მილონი ლარი;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო — 15 მილიონი ლარი;
  • ფინანსთა სამინისტრო — 12 მილიონი ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო — 10 მილიონი ლარი;
  • პარლამენტის ასიგნებები — 4 მილიონი ლარი.