რუსთაველები მიკროავტობუსების მოლოდინში თბილისიდან დაბრუნებას ვერ ახერხებენ

 რუსთაველები ტრანსპორტის პრობლემის გამო თბილისიდან რუსთავში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.  სპორტის სასახლესთან “ინტერტრანსის” მიკროავტობუსის მოლოდინში რამდენიმე ათეული რუსთაველი ამ დრომდე დგას. 

როგორც მგზავრები აცხადებენ, ტრანსპორტის მოლოდინში უკვე ნახევარ საათზე მეტია, რაც ქუჩაში დგანან. 

კომპანია “ინტერტრანსში” აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ერთი მიკროავტობუსი  ასრულებს სამარშრუტო რეისს სპორტის სასახლის მიმართულებით და ადგილზე მყოფ მგზავრებს რუსთავში ჩამოიყვანს.