“ხარ ახალგაზრდა, მოტივირებული რუსთაველი ,გაქვს იდეები და ვერ ახორციელებ მათ?!,-ამისთვის საჭიროა შემდეგი ოთხი მიმართულებით გაგვიზიარო შენი იდეა:ეკოლოგია,არაფორმალური განათლება
,გადაწყვეტილებების მიღებაში ახალგაზრდების ჩათულობა
და ახალგაზრდების დასაქმება.”- ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით, „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” იდეების კონკურსს აცხადებს.
საუკეთესო იდეების ავტორებს ეძლევათ შანსი გაიარონ ტრენინგი და ისწავლონ პროექტების წერა. გამარჯვებული პროექტის ავტორი ცენტრის საქმიანობას სამი თვით შეუერთდება.
დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს, შემდეგ ლოკაციებზე შეუძლიათ.
29 ივნისი -მე-12 მკრ, კორპ N8-სთან ფეხბურთის მოედანი
30 ივნისი- რჩეულიშვილის N18თან სკვერი
1 ივლისი -თოდრიას I ჩიხი, ფეხბურთის მოედანი
2 ივლისი-ლეონიძის N12 -თან საფეხბურთო მოედანი
3 ივლისი-ჩიკაგოს სკვერი
4 ივლისი-მე-7 მკრ, სათამაშოების მაღაზია “ჭიტას” გვერდით, სიყვარულის სკვერში
5 ივლისი- 21-ე მკრ. კორპ N3-თან ფეხბურთის მოედანი
6 ივლისი-ფიროსმანის N 7- თეატრის წინ სკვერი
7 ივლისი-მე-19 მკრ. N6-თან ფეხბურთის მოედანი
8 ივლისი-რუსთაველის N30- კორტების გვერდით
ცენტრის ინფორმაციით,ყველა შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის,ცენტრმა ახალგაზრდული საკითხების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ახალგაზრდულ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებებში ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობა გამოიკვეთა.