რუსთავის ავტოდრომის ტერიტორიაზე ტირ-პარკი დაიხურა

 რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტერიტორიაზე  გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის მოწყობილი ტირ-პარკი დაიხურა.ამის შესახებ tv4-ს  რუსთავის მერის მოადგილემ, გოჩა ლორიამ განუცხადა. 

 მისივე ინფორმაციით, ​ტირ-პარკში ყველა საერთაშორისო გადამზიდავის შემოწმება და მათი თვითიზოლაციის პირობებით უზრუნველყოფა ხდებოდა.

 როგორც გოჩა ლორიამ  განაცხადა, თითქმის ორი თვის განმავლობაში, ჯამში ტირ-პარკი 550-მდე მძღოლს მოემსახურა.

 მისივე განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული მძღოლები ადგილზე მომდევნო სატრანზტო რეისის განხორციელებამდე, გარკვეული პრეიოდი რჩებოდნენ.