“რუსთავის ბაიკერთა კლუბის” ტრადიციული აქცია გაიმართა დღეს – ბაიკერებმა სოციალურად შეჭირვებულ ორ მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს. ბაიკერთა კლუბის წევრები ოჯახებს საცხოვრებელ სახლში ესტუმრნენ და პროდუქტები პირადად გადასცეს.
“მოგეხსენებათ ჩვენ კლუბს ყოველ წელიწადს აქვს მსგავსი აქციები და ზოგადად, მთელ მსოფლიოში გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე მაინც მოვახერხეთ ამ წელსაც და დავეხმარეთ ორ ოჯახს. ძირითადად მოვუტანეთ პროდუქტები, ტანსაცმელი, საჩუქრები და ასევე, ხელოვნური საკვებიც.
სიკეთე გადამდებია და ვისურვებდი რომ ეს ჩვენი ნაბიჯი გახდეს სამაგალითო და სხვა ადამიანებსაც გაუჩნდეთ სიკეთის კეთების სურვილი,” – განაცხადა “რუსთავის ბაიკერთა კლუბის” პრეზიდენტმა, გიორგი მაზმიშვილმა.
“რუსთავის ბაიკერთა კლუბი” მსგავს სოციალურ აქციას უკვე მეოთხე წელია ეწევა.