რუსთავის თეატრის დასი უახლოეს პერიოდში რეპეტიციებს განაახლებს.თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერისთვის მზადება დაიწყება.
როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა Tv4-ს განუცხადა, თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობას ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე „თეთრი ჟამი“ იწყებს . სპექტაკლის შინაარსი კი პანდემიას უკავშირდება.
სოსო ნემსაძის განცხადებით ,რეპეტიციები უახლოეს პერიოდში დაიწყება და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, დახურულ შენობებში ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე სოციალური დისტანციის დაცვის პირობით, 1 ადამიანის დაშვებაა შესაძლებელი. ასევე, შენობის შიგნით უნდა მოხდეს სცენის, კულისების, დარბაზის მუდმივად დეზინფიცირდება. რაც შეეხება მაყურებელს – რეკომენდაციების თანახმად, ღონისძიებაზე დასწრება სამედიცინო ნიღბითა და სოციალური დისტანციის დაცვით იქნება აუცილებელი.