“რუსთავის კორპუსს” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

  რუსთავის მერიის , “რუსთავის კოპრუსს” ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს რუსთავის მერიაში დაუდასტურეს. 

როგორც ცნობილი ხდება “რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელი ზვიად ლაბაძე აღარ იქნება  და მის ადგილს თემურ მჭედლიშვილი  დაიკავებს. 

“ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ფიზიკურ პირს-ზვიად ლაბაძეს შორის 2017 წლის 16 ივნისს გაფორმებული დავალების ხელშეკრულება შეწყდა ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის შესაბამისად, სადაც წერია, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეებს შორის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმდებს განუსაზღვრელი ვადით მარწმუნებლის მიერ დავალების ხელშეკრულების წერილობითი ფორმით მის გაუქმებამდე და ამავე მუხლის 4.3. პუნქტის ა ქვეპუნქტის მიხედვით, სადაც წერია, რომ ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს მარწმუნებლის მიერ დავალების გაუქმების შედეგად.”-აცხადებს რუსთავის მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლავა.

Tv4 საკითხთან დაკავშირებით ზვიად ლაბაძეს დაუკავშირდა.

“ოფიციალური ბრძანება მივიღე გათავისუფლების შესახებ, დამსაქმებელმა ეს ყველაფერი კანონიერი ჩარჩოების ფარგლებში გააკეთა, თუმცა დამატებითი განმარტებები,რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ,ჯერჯერობით არ მიმიღია”-განაცხადა ზვიად ლაბაძემ. 

ცნობისთვის, ზვიად ლაბაძე, “რუსთავის კორპუსის” ხელმძღვანელის პოსტს 2 წლის განმავლობაში იკავებდა.