რუსთავის მარცხენა სანაპიროზე, 11 ლოკაციაზე გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დუმბაძის ქუჩაზე, ფიროსმანის N19-ში, მშენებელთა ქუჩის N42-სა და მაიაკოსკის კონკრეტულ მონაკვეთში შიდა ეზოების მოპირკეთების სამუშოები უკვე დასრულდა.დანარჩენ მისამართებზე კი რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. კერძოდ, სამუშაოები ამ დროისთვის წერეთლის ქუჩაზე, ოდიშარიას ქუჩის N32, N33 და N34-ში, წმინდა ნინოს ქუჩის N2-ში მიმდინარეობს. ასევე, დონეცკ-მეტალურგების ქუჩასა და გომელაურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემები მოეწყობა.
პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ 323 ათას ლარს შეადგენს. გზების რეაბილიტაციის პროცესი თებერვლის თვეში დაიწყო და ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.