რუსთავის მუნიციპალიტეტს პირბადეები გადაეცა

“COVID19”-თან ბრძოლის ფარგლებში, “საპარტნიორო ფონდმა“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა.

ქველმოქმედება, „საპარტნიორო ფონდმა“ მისი საერთაშორისო პარტნიორების – ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტის, ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიისა და  სინძიანის ეკონომიკური ინფორმაციის მიმოცვლის ასოციაციის მხარდაჭერით განახორციელა.

რუსთავის მერიისთვის გადაცემული პირბადეები, ქალაქში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს და სხვადასხვა საჭიროების გამო, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მისულ რუსთაველებს დაურიგდებათ.