რუსთავის პარკში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. Tv4-ს დაზიანებული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტო მასალა მოქალაქემ მიაწოდა. როგროც კადრში ჩანს, პარკში განთავსებული სკამი დაზიანებულია. დაზიანებულია ასევე, რეკრეაციულ სივრცეში არსებული საბავშვო ატრაქციონის კონკრეტული ნაწილიც.
ადგილობრივების განცხადებით , პარკში ვანდალიზმის ფაქტები მანამდეც ყოფილა.
როგორც “რუსთავსერვის ცენტრში” tv4-ს განუცხადეს, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, კულტურისა და დასვენების პარკში რვა ვიდეო კამერა დამონტაჟებულია, ხოლო უახლოეს ორ კვირაში კიდევ 17 ვიდეოსათვალთვალო კამერა განთავსდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 12`599 ლარი დაიხარჯება.