რუსთავის საკრებულო მედიის წარმომადგენლებს საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლებას უზღუდავს

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების და შეზღუდვების მოხსნის პარალელურად რუსთავის საკრებულოს სხდომები მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია.

იმ ფონზე,რომ მთავრობის სხდომები რეკომენდაციების დაცვით , მედიის წარმომადგენლებისთვის ღიაა, ამ დრომდე, რუსთავის საკრებულოს სხდომას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ვერ ესწრებიან.

რუსთავის საკრებულოს დღევანდელი სხდომა კვლავ დახურული იყო-წარმომადგენლობით ორგანოში მიზეზად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს ასახლებენ,თუმცა მათივე ცნობით, საკრებულოს დახურვის თაობაზე კონკრეტული დადგენილება არ არსებობს. რუსთავის საკრებულოს აპარატმა საკრებულოს სხდომის ფოტო-მასალა მოგვაწოდა.

ვრცლად იხილეთ  ვიდეოში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,დავით რეხვიაშვილის და ოპოზიციური სპექტრის კომენტარები: