რუსთავის ციხეზე მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტები ქალაქის მერმა დაათვალიერა და არქეოლოგიური ექსპედიციის საქმიანობას გაეცნო.
ირაკლი ტაბაღუამ, მუზეუმის დირექტორისგან უნიკალური აღმოჩენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. რუსთავის ციხეზე საექსპედიციო ჯგუფმა ძვ.წ მე-15-14 საუკუნეების ორმოსამარხი აღმოაჩინა.
სამარხი თრიალეთის კულტურის ფინალურ პერიოდს განეკუთვნება და მასში ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი, თიხის თასები, მინის და სარდიოლის მძივები, ბრინჯაოს საკინძი და სხვადასხვა ცხოველის ნაშთები აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდით დათარიღებული ნაშთები, რუსთავის ტერიტორიაზე პირველად აღმოაჩინეს. არქეოლოგიური სამუშაოები რუსთავის ციხის ტერიტორიაზე გრძელდება. საექსპედიციო ჯგუფი ვარაუდობს, რომ შესაძლოა,
რუსთავში კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდით დათარიღებული ნაშთები იქნას მიკვლეული.