კორონავირუსის პანდემიის გამო რუსთავის ისტორიული ციხის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი განახლდა. შესაბამისად, ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრებიც. რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, სამუშაოების განახლების პირველივე დღეს რუსთავის მუზეუმის არქეოლოგიურმა ჯგუფმა VII-IX საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა. რაც შეეხება რესტავრაციის პროცესს, ამ დროისთვის ციხის ჩრდილოეთ ზღუდის რესტავრაციის სამუშაოები სრულდება.
“ტრადიციულად ყოველდღიურად რასაკვირველია კულტურული ფენიდან მომდინარეობს თიხის სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტები. ასევე, პირველივე დღეს ერთ-ერთი მონაკვეთიდან მოვიპოვეთ ორი არქეოლოგიურად თითქმის მთელი თიხის ჭინჭილა, რომლიც VII-IX საუკუნით თარიღდება ასევე, გამოიკვეთა ჯერ-ჯერობით 3 თონის კონტური და 1 ქვევრი,” – განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერაა შემუშავებული და მისი ღირებულება 24 000 ლარია.რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას, ამისთვის ფონდმა ქართუმ” 100 000 ლარი გამოყო. ჯამში საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 124 000 ლარამდეა გათვალისწინებული. ცნობისთვის, ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.