რუსთავის ციხის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს ქალაქის მერი ადგილზე გაეცნო

რუსთავის ისტორიული ციხის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს დღეს რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა  ადგილზე გაეცნო.

ქალაქის პირველმა პირმა ციხეზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები მოინახულა.

 

 

ამ დროისთვის ციხის ჩრდილოეთ ზღუდეს რესტავრაცია უტარდება. 10 დღეა განახლდა არქეოლგიური სამუშაოები,რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი არტე-ფაქტები აღმოაჩინეს,რომლებიც VI- XIII  საუკუნეების პერიოდით თარიღდება.

შეგახსენებთ, პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერაა შემუშავებული და მისი ღირებულება 24 000 ლარია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებას, ამისთვის ფონდმა “ქართუმ” 100 000 ლარი გამოყო. ჯამში საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 124 000 ლარამდეა გათვალისწინებული. ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს.