რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ tv4-ს ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, პაციენტი რუსთავის ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს და ის ბათუმის მკვიდრია. როგორც ეპიდემიოლოგმა განაცხადა, პაციენტი საკარანტინო სივრცეში სომხეთიდან იყო გადაყვანილი.
მისივე ინფორმაციით, პაციენტის საკვლევი მასალები ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადააგზავნეს და პასუხი დღეს გახდა ცნობილი.
პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.