რუსთავის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარში პაციენტების საკვლევი მასალები გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. ორივე შემთხვევაში ტესტი “კოვიდ -19″-ზე უარყოფითია.
როგორც მაია რაზმაძემ განაცხადა, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად კიდევ ოთხი პირის ანალიზის ნიმუშებს გადაგზავნიან,რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.