რუსთავის ცხელების ცენტრის 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ TV4-ს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისივე ცნობით, ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარში პაციენტების საკვლევი მასალები გუშინ გაგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. ექვსივე შემთხვევაში ტესტი “კოვიდ -19″-ზე უარყოფითია.
როგორც მაია რაზმაძემ განაცხადა, ცხელების ცენტრში სამი ახალი პაციენტი ჰყვათ, მათი ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება, პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.