რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 8 პაციენტს კოვიდ19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დროისთვის საკუთარი ტესტის პასუხს კოვიდ19-ზე  3 ადამიანი ელოდება. როგორც ცენტრში აცხადებენ, პაციენტებს საკვლევი მასალა უკვე აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. 

ცხელების ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის ცნობით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა მათს ცენტრში მოთავსებულ 8 პაციენტს. ექიმის ცნობით, პაციენტებმა  სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ცხელების ცენტრში ტესტი კოვიდ19-ზე 300-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 3 პაციენტს დაუდასტურდა.