რუსთავის ცხელების ცენტრის 82 წლის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც tv4-ს ცხელების ცენტრში განუცხადეს, 82 წლის პაციენტი რუსთავში სომხეთიდან გადმოიყვანეს.

როგორც ცნობილი ხდება ,კოვიდინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა და ის სამცხე-ჯავახეთიდანაა

ამასთან, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ,რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ხუთ პაციენტს. ამ დროისთვის ცენტრში კიდევ რვა პაციენტია მოთავსებული და მათ კორონავირუსზე გამოიკვლევენ.